Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თბილისში დამონტაჟებულ 3-მილიონიან საახალწლო ილუმინაციას ნაწილები სცვივა
ambebi.ge
08 December 2017, 14:21
რამდენიმე დღის წინ თბილისი საახალწლოდ ახალი ილუმინაციებით მოირთო. "თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციები დაამონტაჟა.

რუსთაველის გამზირზე, ახალი, იტალიური ილუმინაციის მონტაჟს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯა.

ქალაქის მთავარ გამზირზე დამონტაჟდა პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. სწორედ პეპელას ფორმის იტალიურ განათებას, რომელიც რუსთაველზეა დამონტაჟებული, აღმოჩნდა, რომ ნაწილები /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); სცვივა. გამზირზე, ილუმინაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათების "ფარფლებია" მოფენილი. როგორ ჩანს, ქარის და ცუდი ამინდის გამო, განათება მთავარ ხიბლს კარგავს...






წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი